მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას. კანონპროექტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.
კანონპროექტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობისა და სტრუქტურის სპეციფიკის გათვალისწინებით, საზღვარგარეთ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის ნორმას, რომელიც საჯარო სამსახურში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ზღვრულ ოდენობას არეგულირებს, დაემატება დათქმა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ნორმის მოქმედება არ გავრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურული ქვედანაყოფის სტაჟიორის შრომის ანაზღაურებაზე. ამასთანავე, კანონს დაემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურული ქვედანაყოფის (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება) სტაჟიორს შრომის ანაზღაურება მიეცემა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
კანონპროექტის ავტორია საგარეო საქმეთა სამინისტრო, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.