მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
კახეთში სამედიცინო საზოგადოება ცნობილ ექიმს, გოჩა შავგულიძეს ემშვიდობება. მძიმე მდგომარეობაში მყოფ 61 წლის ექიმს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქეთში მკურნალობდნენ.
გოჩა შავგულიძე იყო ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, სერტიფიცირებული რადიოლოგი და ექოსკოპისტი.
გარდაცვლილი ექიმი სხვადასხვა დროს მუშაობდა გურჯაანისა და ყვარლის საავადმყოფოებში, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონში“, თელავის რეფერალურ და ახმეტის „ევექსის“ ჰოსპიტალებში.
საჯარო საქმიანობის ფარგლებში, იყო ყვარლის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე.მოგვიანებით კი საკრებულოს ჯანდაცვის, სოციალური საკითხებისა და განათლების მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.