საბოლოო ჯამში ნაცური პარტიების გაერთიანება-დაშლის შედეგად არაფერი იცვლება შინაარსობრივად - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ალექსანდრე რაქვიაშვილი

შედგება თუ არა ოპოზიციის ერთობა - ამ თემაზე პოლიტიკურ პარტიებში ისევ დაპირისპირებაა. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოპოზიციის გაერთიანებას აანონსებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ გაერთიანებაში არ მოიაზრებიან ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას პარტიები.

სხვა დეტალები დღეს საღამოს ოპოზიციის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

"ბევრჯერ ნანახი ფარსი" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპონენტების ერთობის მორიგ მცდელობას.

"გირჩის" წევრი რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში, "ნაცური პარტიების გაერთიანება-დაშლის შედეგად არაფერი იცვლება":

"საბოლოო ჯამში, ნაცური პარტიების გაერთიანება-დაშლის შედეგად არაფერი იცვლება შინაარსობრივად, რადგანაც მათი ელექტორატი ასე თუ ისე, გასაგებია. იყო დრო, როდესაც გახარიებს ჰქონდათ კოალიცია საკრებულოებში ნაცებთან... ამიტომ, წარსული გამოცდილება აქვთ. მაგრამ არ მგონია, რომ ეს ახლო მომავალში მოხდეს", - აცხადებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.