ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული დებატები მნიშვნელოვანია, პროცესს აუცილებლად წაადგება - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

ნარკოპოლიტიკა საქართველოში - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა და განსხვავებული პასუხები ერთ სივრცეში. დღეს, "რუსთავი 2-ზე" დებატების დღეა.

გადაცემის სტუმრები იქნებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, "ხალხის ძალიდან" -მგურამ მაჭარაშვილი, "გირჩიდან" - იაგო ხვიჩია. ასევე, ექიმი-ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია და სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელი - თამაზ ტუღუში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული დებატები საკვანძოდ მნიშვნელოვანია:

"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული დებატები საკვანძოდ მნიშვნელოვანია. იცით, რომ სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ ამ პროცესში რაიმე განსხვავებული, საინტერესო ან ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოსაზრება გაჟღერდება, ვფიქრობ, რომ პროცესს აუცილებლად წაადგება. ზუსტად ეს არის ოპონირების მთავარი დანიშნულება. განსხვავებულ მოსაზრებებში იბადება ჭეშმარიტება. ამიტომ, ნებისმიერი დებატი, რა თემაც არ უნდა იყოს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.