1747224616
იცვლებოდნენ გზავნილის გამხმოვანებლები, თუმცა არ იცვლებოდა მთავარი გზავნილი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო - შალვა პაპუაშვილი

2022 წლის 24 თებერვალს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი დაიწყო. რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა. საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოების სისტემები, თავდაცვის არქიტექტურა, ზუსტად ერთ ღამეში ყველაფერი შეიცვალა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე საუბრისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რას ნიშნავდა ეს ომი საქართველოსთვის. მისი თქმით, რისკის სიდიდემ, ფრთხილმა პოლიტიკამ და ეროვნული ინტერესების წინ დაყენებამ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აქცია ოპონენტთა სამიზნედ.
,,რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი სააკაშვილის ფიგურა? რატომ იყო ასეთი საჭირო მისი მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება? ადგილობრივ არჩევნებზე დაწყებულ პროტესტს და რევოლუციას რა როლი უნდა ეთამაშა უფრო დიდ რეგიონალურ სურათში? ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სასოწარკვეთილი რევანშისტული მცდელობა თუ რაღაც უფრო მეტი?
ამ კითხვებზე პასუხი სააკაშვილის ჩაშლილი რევოლუციიდან სამ თვეში გახდა ცნობილი. 2022 წლის 24 თებერვალს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი დაიწყო. რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა. საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოების სისტემები, თავდაცვის არქიტექტურა, ზუსტად ერთ ღამეში ყველაფერი შეიცვალა. დასავლეთი და რუსეთი ხანგრძლივ ომში აღმოჩნდნენ ჩართული.
საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა, რას ნიშნავდა ეს ომი საქართველოსთვის. დაწყებული ომის მასშტაბი სულ იოლად გადმოგვწვდებოდა და რუსული ტანკი არაერთხელ გაკვალულ გზას კიდევ ერთხელ გამოივლიდა. რისკის სიდიდემ, ფრთხილმა პოლიტიკამ და ეროვნული ინტერესების წინ დაყენებამ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აქცია ოპონენტთა სამიზნედ. საქართველოს ხელისუფლებამ რუსული აგრესიის პირველივე დღეებიდან დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას, ჩაერთო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესში, რამშტაინის ფორმატში, ბოლომდე დატოვა დიპლომატიური მისია კიევში, დაგმო ომი და დადგა მშვიდობის მხარეს,” - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ომის პირველივე დღეებში გაიხსნა დესტრუქციისა და დივერსიის ცეცხლი ხელისუფლების წინააღმდეგ.
,,მივიღეთ რადიკალური ოპოზიციის მორიგი საპროტესტო ტალღა მოთხოვნით, გავაგზავნოთ მოხალისეები უკრაინაში, დავუწესოთ ორმხრივი სანქციები რუსეთს, ჩავკეტოთ ცა, შემოვიღოთ ვიზები, მოკლედ, წავიდეთ სრულ და უპირობო ესკალაციაზე.
ჩვენ წინ აღვუდექით იმ ერთობლივად შემუშავებულ და გაზიარებულ სამოქმედო გეგმას, რისკენაც, სხვადასხვა არხების გამოყენებით, ერთ ხმაში მოგვიწოდებდნენ ჩვენი დაუძინებელი „კეთილისმსურველები“. დახურულ შეხვედრებზე ყველა ეს გზავნილი გაცილებით პირდაპირი, ღია და ცალსახა იყო. ამას ალაპარაკებდნენ დიპლომატებს და ამას გვეუბნებოდნენ ვიზიტად მოვლენილი ემისრები, ამას იმეორებდნენ გარედან მართული პარტიები და უცხო ინტერესების გამტარებელი ენჯეოები - "გამოვიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა", "თუ საომარია, უნდა ვიომოთ", "დადექით ისტორიის სწორ მხარეს", "ბომბების ცეცხლი სჯობს სირცხვილისგან წვას", "მერე რა, თუ ომი დაიწყება, რუსეთი სრულად მაინც ვერ გაგაკონტროლებთ" - იცვლებოდნენ გზავნილის გამხმოვანებლები, თუმცა არ იცვლებოდა მთავარი გზავნილი, რომელიც თითქოს ერთი სახელმძღვანელოდან იყო ამოკითხული. საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.