1754759209
VIDEO: „ოპოზიციისთვის, ოპონირების ნაწილში არის დაუძლეველი რუბიკონი მისი პეროსნალური თვისებებიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე...“ - ცოტნე ანანიძე სულხან თამაზაშვილზე

„სულხან თამაზაშვილის ფიგურა, მისი პიროვნება ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტის მქონეა ქართული ოცნებისათვის, ოპოზიციისთვის, ოპონირების ნაწილში არის დაუძლეველი რუბიკონი მისი პეროსნალური თვისებებიდან გამომდინარე, რეპუტაციიდან გამომდინარე, დისციპლინიდან, პროფესიონალიზმიდან“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„სულხან თამაზაშვილი არის პოლიტიკური ფიგურა. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ბრძოლაში გაყვეს. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ანანიძემ.