იტალიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

 შალვა პაპუაშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იტალიაში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. შალვა პაპუაშვილი რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ორ სესიაზე, ასევე მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი იტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატშიც იქნება დატვირთული, საინტერესო დისკუსიები.

"ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატშიც იქნება დატვირთული, საინტერესო დისკუსიები. რაც მთავარია, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიზანი იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დისკუსიები, ერთის მხრივ გაცნობა, ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა გეგმები აქვს ჩვენს სახელმწიფოს.

მეორეს მხრივ, ჩვენი მიზანი იქნება, საერთაშორისო დისკუსიები, რომელიც ორიენტირებულია ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, პარლამენტების როლთან დაკავშირებით, ამაშიც გვინდა, რომ საინტერესო წვლილი შევიტანოთ", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

✕