21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტისადმი „ევროპის სახალხო პარტიის“ მიმართვას, რომელშიც პარტია საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს და შეზღუდვითი ზომების გამოყენებას მოითხოვს.
„საქართველოს, რომელიც ღვინის ქვეყანაა, რუსეთში ღვინის ექსპორტით მაგალითად, ლიეტუვამ გადაასწრო. რუსეთთან ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში ევროკავშირი საერთოდ პირველ ადგილზე გავიდა. ახლა იგონებენ, სანქციათა რაღაც მეოცე პაკეტი უნდა მოვიგონოთო - აქამდე სად იყავით? თუ რუსეთს არ ჰქონდა [სანქციები] დაწესებული ნავთობპროდუქტებზე, მაშინ რა სანქციებზე იყო საუბარი?“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს. „ბოლო ანალიზები აჩვენებს, რომ საქართველო კრიტიკული ქვეყანა, მზარდი"სანქციების ბუშტში" გახდა, რომელიც, უპრეცედენტო შემზღუდავი ღონისძიებების მიუხედავად, უზრუნველყოფს რუსეთის ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ გამძლეობას", - აღნიშნულია წერილში.