ვერიკო ტურაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1770291587
საინტერესოა, რას ფიქრობს ჩვენი ოპოზიცია, საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის დემონიზაციის კამპანიის შემდეგ - ახლა, როცა მათი დასავლელი კურატორები რიგში დგანან პეკინში, ჩინეთთან ურთიერთობების ასაწყობად, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
ანანიძის თქმით, მსოფლიოში დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი ინდიკატორია ხელისუფლების მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკისა და ოპოზიციის „უშინაარსო ბრალდებებისა“.
„საინტერესოა, რას ფიქრობს ჩვენი ოპოზიცია, საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის დემონიზაციის კამპანიის შემდეგ - ახლა, როცა მათი დასავლელი კურატორები რიგში დგანან პეკინში, ჩინეთთან ურთიერთობების ასაწყობად. ეს კიდევ ერთი მკაფიო ინდიკატორია მთავრობის პრაგმატული პოლიტიკისა და ოპოზიციის უშინაარსო ბრალდებების,“- წერს ცოტნე ანანიძე.