ვერიკო ტურაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1770291587
რა განცხადებებსაც ვისმენთ ამ დღეებში, კიდევ ერთხელ ადასტურებს და წარმოაჩენს იმას, რასაც ჰქვია ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება საქართველოსადმი, ისევე როგორც უკრაინასთან დაკავშირებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ევრო ბიუროკრატები პირდაპირ ეპატიჟებოდნენ და ჩაითრიეს კიდეც სამხედრო ავანტიურაში უკრაინა და საქართველოც ჰქონდათ სამიზნეში ამოღებული.
„სწორედ ჩვენი ხელისუფლების სწორი, პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებით მოხერხდა ის, რომ მაქსიმალურად დავუპირისპირდით ამ ყოვლად უსაფუძვლო და უსამართლო რიტორიკას, ამ ორმაგ სტანდარტებს, რასაც გვთავაზობდნენ ევრო ბიუროკრატები და ვხედავთ იმას, რომ დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნები თავად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ თურმე რუსეთთან რაღაც სალაპარაკო ჰქონიათ“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
დასავლეთი რიტორიკას ცვლის და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ საუბრობს. ამჯერად ლატვიის პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ევროპას მოუწოდეს, კრემლთან დიალოგის აღსადგენად სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს. მათი თქმით, რუსეთთან ნებისმიერი კომუნიკაცია უკრაინასთან კონსულტაციით უნდა წარიმართოს.