"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბოლო შეხვედრა იყო ერეკლესთან..." - ნინი ბადურაშვილი
1771271040
სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით, - განუცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ის სახსრები, რომლებიც მიმართულია თვითმმართველობისაკენ, უნდა იყოს გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად.
„თვითმმართველობა არის ხელისუფლება, რომელსაც ყველაზე აქტიური და მჭიდრო კონტაქტი გააჩნია ჩვენს მოქალაქეებთან, ქალაქსა თუ რეგიონებში. გამომდინარე აქედან, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით. ვგულისხმობ, რომ ის სახსრები, რომლებიც მიმართულია თვითმმართველობისაკენ, იყოს გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად. ამიტომ, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე სამოქმედო გეგმები დროში დანახული, რამდენიმე წელიწადში დანახული, თუ რა და როგორ უნდა განვითარდეს, რომელმაც მაქსიმალური, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, არამედ სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრას შეუწყოს ხელი თითოეულ მუნიციპალიტეტში. ამ თემებზე იყო საუბარი. აქედან იყო წარდგენილი ხედვა, რომელსაც რეგიონული განვითარების სამინისტრო ამუშავებს მჭიდრო, უშუალო ჩართულობით თითოეულ მუნიციპალიტეტთან. ეს შეხვედრა იყო ძალიან ინტერაქტიური. ამ შეხვედრაზე იყო ურთიერთგაგება, იმიტომ, რომ ყველა ამ საკითხის ჩამოყალიბებასა და გადაწყვეტის გზების ძიებაში თვითონ მუნიციპალიტეტები და საკრებულოები იყვნენ ჩართული. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა, უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის შესაბამის წევრებთან ერთად პარლამენტის ჩართულობით მოახდინონ ყველა ამ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა და თავიანთი პოზიციების შეჯერება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.