1771355340
ტრამპი ირანზე: შესაძლოა, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დაგვჭირდეს, ან შესაძლოა - არა - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, უახლოესი 10 დღის განმავლობაში შეიტყობთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.
მისი თქმით, მომდევნო 10 დღე გადამწყვეტი იქნება იმის გასარკვევად, თუ რა მიმართულებით წავა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არ არის გამორიცხული მოქმედებების გამკაცრება, თუმცა იქვე დატოვა დიპლომატიური სივრცე შეთანხმებისთვის.
„შესაძლოა, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დაგვჭირდეს, ან შესაძლოა - არა. შესაძლოა, შეთანხმებას მივაღწიოთ. ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, უახლოესი 10 დღის განმავლობაში შეიტყობთ“, - განაცხადა ტრამპმა.
Trump on Iran:
— Clash Report (@clashreport) February 19, 2026
We may have to take it a step further, or we may not.
Maybe we are going to make a deal. You are going to be finding out over the next probably 10 days. pic.twitter.com/zvLfMVLrb2












