ირაკლი ქადაგიშვილი: პაატა ბურჭულაძემ ხელი მოაწერა საქართველოში 9 აპრილის შეურაცხყოფას და არ გამოუვიდა მაგრამ ჩაფიქრებული იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი დაპირისპირება, შესაძლოა სისხლიანი დაპირისპირებაც კი

ირაკლი ქადაგიშვილი

პაატა ბურჭულაძემ ხელი მოაწერა საქართველოში 9 აპრილის შეურაცხყოფას და არ გამოუვიდა მაგრამ ჩაფიქრებული იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი დაპირისპირება, შესაძლოა სისხლიანი დაპირისპირებაც კი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა დავალება, რომ როგორმე სისხლიან დაპირისპირებამდე მიეყვანა პროცესები თუმცა არ გამოუვიდა.

„შინაარსობრივად ეს არის აბსოლუტურად ამოტრიალება ღირებულებების. ეს არის აბსოლუტური ნიღაბი, რომლის უკანაც რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი განზრახვა არის ჩაფიქრებული. აქ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ვიღაცა რუსეთში მოღვაწეობდა ან პოპულარობა იქ მოიპოვა და გარკვეულწილად ამ სკოლას ხელოვნებაში თვლის წარმატებულ სკოლად. ეს არ არის იმდენად ტრაგიკული მოვლენა. ტრაგიკული მოვლენა არის ის, რომ ადამიანმა იცი, რასაც აკეთებს, იცი, რომ შენ ეს დავალება შესასრულებელი გაქვს იმიტომ, რომ აქ პროვოცირება მოხდეს დაპირისპირების, ერთმანეთთან დაჯახებისა და ახალი, თუ მოხერხდა სისხლის ღვრის. ეს არის მთელი ტრაგიკულობა. და მთელი ტრაგიკულობა ამისა იმაში გახლავთ, რომ ასეთი ადამიანები, როგორც წესი არიან ერთჯერადი გამოყენების. თქვენ გგონიათ, რომ ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძეს რაიმე პოლიტიკური კარიერა ელის წინ? არაფერი. მისი გამოყენება იყო სწორედ ამ მიზნით, რომ მას მოეხდინა რამენაირად ამ დაპირისპირების შექმნა და მომხდარიყო დაჯახება ორ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს შორის.

რაც მას [პაატა ბურჭულაძე] დღეს მოუვიდა ათასჯერ საშინელებაა რაც, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტს. რა მოხდა, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და არაფერზე ილაპარაკა. მან ახლა ხელი მოაწერა საქართველოში 9 აპრილის შეურაცხყოფას და არ გამოუვიდა მაგრამ ჩაფიქრებული იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი დაპირისპირება, შესაძლოა სისხლიანი დაპირისპირებაც კი. ამ შემთხვევაში ერთადერთი გადაწყვეტილება იყო და ჩემი, როგორც 9 აპრილის წამყვანის ერთ-ერთი და თანამონაწილის ირაკლი წერეთელთან, მერაბთან, პატრიარქთან ერთად, ზვიადთან და ყველა იქ მყოფთან ერთად, მე ვამბობდი, რომ ეს არის პროვოკაცია, მეტი არაფერი. ანუ ამით გარკვეულწილად იგივე ჩანაფიქრი კეთდება, რა ჩანაფიქრიც იყო, როდესაც როდიონოვის ჯარი დაერია საქართველოს. ახლა ქართველებისვე ხელით, ფიზიკურად ქართველებისვე ხელით მაგრამ ისევ გარე ძალა საქართველოს დასამარცხებლად უნდოდა მოეხერხებინა ეს პროვოკაცია. თან საინტერესო რა არის?! ვინც იქ ლიდერობდა ან პოლიტიკურ სახეს წარმოადგენდა თუ დავაკვირდებით დაწყებული ბურჭულაძიდან, დამთავრებული ხაზარაძით არც ერთი არ იყო იმ დროინდელი 9 აპრილის არა თუ თანამონაწილე, არა თუ გულშემატკივარი, მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყვნენ. ეს არის ყველაზე საინტერესო. ის ვიღაცაა ოპერატორი ვარო, რომ ამბობს და გოგა ხაინდრავას მონას, რომ ეძახის, იმან უნდა ნახოს თუ მართლა ოპერატორია რა ბრძოლაში აკეთებდა გოგა ხაინდრავა ცხრა აპრილის ერთადერთ განუმეორებელ ქრონიკას, რომლითაც საქართველომ მთელ მსოფლიო არენაზე გაიმარჯვა და დაამარცხა საბჭოთა კავშირის ამხელა ვეშაპი და დოკუმენტური მასალა დადო. დღეს ესენი ვიღაცას ეძახიან მონას, რუსს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან დევალვირებული ფასეულობების მატარებლები. ანუ ფასეულობა დაკარგული ადამიანები, რომლებიც ანალიზს ვერ აკეთებენ ელემენტარულად რასთან აქვთ და ვისთან აქვთ საქმე. და ისინი ვინც ვითომ და ლიდერები არიან, არის ჩვეულებრივი ამ შემთხვევაში დავალების შემსრულებელი ერთჯერადი გამოყენების“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.