ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბიზნესს ჩვეულებრივი მოგება თუ ექნება, მათ პოლიტიკური საქმიანობისთვის თანხები შემოაკლდებათ, ვხედავთ ზემოგებით მიღებული ფულის მიმართ პირად ინტერესებს

ირაკლი ქადაგიშვილი

როგორც კი, პრემიერმა განცხადება გააკეთა ფასებთან დაკავშირებით, მაშინვე გამოჩნდა საჯარო ინტერესს როგორ დაუპირისპირდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ, – ამის შესახებპარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა არსებობდეს კარტერული ან მონოპოლიური შეთანხმებები, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს ბიზნესს და მომხმარებლებს

„ფასების თაობაზე პრემიერ-მინისტრის განცხადება ობიექტურ გარემოებაზე დამყარებული. მნიშვნელოვანია, ბიზნესი დამოუკიდებელი და თავისუფალი იყოს. ამავე დროს, არ უნდა არსებობდეს კარტერული ან მონოპოლიური შეთანხმებები და ქმედებები, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს ბიზნესს და მომხმარებლებს. ყველა ქვეყანაში ხელისუფლებები ზრუნავენ, რომ, ერთი მხრივ, ბიზნესის ინტერესი იყოს დაცული და, მეორე მხრივ, მომხმარებელი მონოპოლიური ან კარტერული გარიგებების გამო არ დაზიანდეს.

როგორც კი, პრემიერმა განცხადება გააკეთა, მაშინვე გამოჩნდა საჯარო ინტერესს როგორ დაუპირისპირდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ. საუბარია, სადისტრიბუციო კომპანიებზე. საუბარია, ზემო მოგებაზე და ამით, მათ შორის პოლიტიკის დაფინანსებაც ხდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ზემოგება როცა არ იქნება და ბიზნესს ექნება ჩვეულებრივი მოგება, მაშინ მათი პოლიტიკური საქმიანობისთვის თანხები შემოაკლდებათ. აქედან გამომდინარეობს, რომ ოპოზიცია მისთვისვე სასურველ თემას დარტყმის ქვეშ აყენებს, ანუ ზემოგებით მიღებული ფულის მიმართ პირად ინტერესებს ვხედავთ. პარლამენტი კომისიას შექმნის, რომელიც ვფიქრობ, რომ სამუშაო ფორმატის იქნება. თუ ბიზნესი დაინტერესებულია ობიექტური სურათის მიღებით, რა თქმა უნდა, ისინი ამ კომისიასთან ითანამშრომლებენ. თუ არ ითანამშრომლებენ, ამით დადასტურდება, რომ კეთილსინდისიერი საქმიანობა არ ხდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.