„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. მიღებულია არჩევნების წინ, რათა ოპოზიციას რამენაირად სალაპარაკო მისცენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ 2 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე დაუსვეს კითხვა.
„ისეთ რეზოლუციას როცა იღებენ, რომლის მიზანია საარჩევნო გარემოს დაზიანება, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ მიზნებზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 612 წევრისგან შედგება. ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 65-მა ადამიანმა. კარგად გვესმის, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფია, რომელიც დაკავებულია ტყუილებით სავსე და ტენდენციური რეზოლუციის მიღებით, რათა რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში რევოლუციური ჩირაღდანი არ დაუვარდეს. ეს რეზოლუცია გვაჩვენებს, ევროპაში გარკვეული წრეები როგორ არიან რეალობას აცდენილი საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.