17 თებერვალს „ჩინური ახალი წელი“ დგება - წესები, რომელიც უნდა იცოდეთ
1771095331
16 თებერვალს სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (PABSEC) საპარლამენტო ასამბლეის ბიუჯეტისა და აუდიტის კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
კომისიამ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი განიხილა და მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი მოამზადა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი მეზურნიშვილი PABSEC-ის ბიუჯეტისა და აუდიტის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. იგი ასამბლეის მომდევნო წლის ანგარიშს წარადგენს საქართველოში დაგეგმილ, PABSEC-ის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე.
2025 წლის ნოემბერში სოფიაში გამართული PABSEC-ის რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო ასამბლეის ბიუჯეტისა და აუდიტის კომისიაში საქართველოს, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები აირჩიეს.