ქობულეთში, სკოლაში მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

სასწრაფო

ქობულეთის ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა. ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს

თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. 

მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.