პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ირაკლი კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა - თუ ციფრების გასაჯაროების შემდეგ ვინმე გაბედავს და იკადრებს ჰიბრიდული ომის გაგრძელებას, ამით მხოლოდ საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, კობახიძემ პროვოკაციული განცხადებები გააქარწყლა.
„ცხადია, ჩვენ ეს სიმართლე ისედაც ვიცოდით, ჩვენი საზოგადოება ყველაფრის საქმის კურსში იყო, მაგრამ იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო სივრცე სპეკულაციებისთვის და მანიპულაციისთვის, ფაქტებით და კონკრეტული ციფრებით გაქარწყლდა ასეთი პროვოკაციული განცხადებები თუ პოზიციები. რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ებრძვის არა "ქართულ ოცნებას", არამედ ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას, ასევე, გვახსოვს საეჭვო რეპუტაციის მქონე ჟურნალისტები, მათ შორის, რუსული წარმოშობის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გამოდიოდნენ ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერად. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალები არიან ხოლმე ჰიბრიდულ ომში საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ არაერთი ასეთი აქტორი, ვისაც საეჭვო რეპუტაცია ჰქონდა", - განაცხადა იონათამიშვილმა.
ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით "ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია", რადგან საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო. "სი-ენ-ენი" არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული,"- განაცხადა კობახიძემ.