1746733863
ირაკლი კობახიძემ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება გაამხილა

„მე მახსოვს 80-იანი წლების თბილისი და საქართველო", - ამ სიტყვებით პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას თუ რა არის მისი ქართული ოცნება.
კობახიძის თქმით, ამ პერიოდში ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ, რაც დღევანდელ რეალობას აკლია.
„მე მახსოვს 80-იანი წლების თბილისი და საქართველო, სხვანაირი გარემო იყო, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ და სითბო იყო, ამას, რომ დაუმატო დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა ეს იქნებოდა ოცნების თბილისი და ოცნების საქართველო, მეტი სითბო, ამაზე ალბათ ყველა ოცნებობს რაც ცოტა გვაკლია დღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ab hoc-ში“ საუბრის დროს.