„არ მაინტერესებს გვარამიას აზრები არანაირად...“ - ნინი ბადურაშვილი
1783076633
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ საკრუიზო ლაინერზე, „ჰონდიუსზე“ მომხდარი ჰანტავირუსის აფეთქება დასრულებულია. ამის შესახებ theguardian წერს.
დასრულდა ბოლო მგზავრის კარანტინი, რომელსაც ინფიცირებულ ადამიანებთან კავშირი ჰქონდა. მისმა ტესტმა ✕ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ინფიცირების ახალი შემთხვევები 25 მაისის შემდეგ დაფიქსირებული არ ყოფილა. ჰანტავირუსი არის საშიში ინფექცია, რომელიც ადამიანს ძირითადად მღრღნელების გამონადენით გადაეცემა.
საკრუიზო გემზე „ჰონდიუსზე“ გავრცელებული იყო ე.წ. „ანდების ჰანტავირუსი“. ეს არის ჰანტავირუსის ერთადერთი სახეობა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზეც გადადის. ცნობისთვის, ჰანტავირუსის აფეთქება საკრუიზო გემ MV Hondiusზე 2026 წლის მაისში დაფიქსირდა. ვირუსი არგენტინიდან გავრცელდა. გემის ყველა მგზავრი, მათ შორის ესპანეთის მოქალაქეები, უსაფრთხოდ იყვნენ ევაკუირებულები და კარანტინში გადაიყვანეს.