ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1783081258
ცნობილ ამერიკელ მომღერალს, კრის ბრაუნს, სასამართლომ ყოფილ დამლაგებელთან დაკავშირებულ საქმეზე თითქმის 13 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
საქმე 2020 წელს მომხდარ შემთხვევას ეხება. მომღერლის ყოფილმა თანამშრომელმა, მარია ავილამ, განაცხადა, რომ კრის ბრაუნის სახლში მუშაობის დროს მას მუსიკოსის 90-კილოგრამიანი კავკასიური ნაგაზი, სახელად „ჰადესი“, თავს დაესხა.
ქალის თქმით, ძაღლმა სახისა და სხეულის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. თავდასხმის შედეგად მან ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, დაუზიანდა ნერვები, სახის დეფორმაცია მიიღო და კანის გადანერგვის ურთულესი პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა.
სასამართლო პროცესზე ასევე ითქვა, რომ ინციდენტის შემდეგ კრის ბრაუნმა შემთხვევის ადგილი დატოვა. თავად მომღერალმა განმარტა, რომ შოკურ მდგომარეობაში იყო და მენეჯერის რჩევით წავიდა, რადგან ეშინოდა, მისი მონაწილეობა 911-ში განხორციელებულ ზარში მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობდა.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ძაღლი საცხოვრებელ სახლში დაცვის მიზნით ჰყავდათ და თანამშრომლები შესაძლო საფრთხის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები. თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ მომღერალმა სათანადო სიფრთხილე არ გამოიჩინა და პასუხისმგებლობა მას დააკისრეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარია ავილა დაახლოებით 12.9 მილიონ დოლარს, ხოლო მის დას, რომელიც საქმეში ასევე ფიგურირებდა, 885 ათას დოლარს მიიღებს.
ამჟამად კრის ბრაუნი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკონცერტო ტურნეს აგრძელებს, თუმცა ოქტომბერში მას ბრიტანეთში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელოდება, რომელიც ღამის კლუბში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს უკავშირდება.