ირაკლი კობახიძე: სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლა - ეს იქნება მომავალშიც საქართველოს მთავრობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტები, შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი მცდელობის მიმართ, ვინმე დაუპირისპირდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

ირაკლი კობახიძე

სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლა - ეს იქნება მომავალშიც საქართველოს მთავრობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა შეურიგებელი იქნება ნებისმიერი მცდელობის მიმართ, ვინმე დაუპირისპირდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლა - ეს იქნება მომავალშიც საქართველოს მთავრობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტები და კიდევ ერთხელ შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი მცდელობის მიმართ, ვინმე დაუპირისპირდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავდოთ პირობა თქვენს წინაშე, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს საქართველოს და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.