ირაკლი კობახიძე: საშუალება მქონდა, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის

ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე მოსაზრებების მოსმენა, რათა სამომავლოდ ქვეყანამ ჩამოაყალიბოს სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა ემანუელ მაკრონს სამიტზე მოწვევისთვის.

„სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე მოსაზრებების მოსმენა, რათა სამომავლოდ ქვეყანამ ჩამოაყალიბოს სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს გადაწყვეტილებები. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის,

გუშინაც მქონდა საშუალება, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.