ირაკლი კობახიძე: დანიაში ვიზიტისას 30-ზე მეტ ლიდერთან გვქონდა გასაუბრების საშუალება, მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები

 ირაკლი კობახიძე

დანიაში ვიზიტის დროს გვქონდა არაერთ, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

„საინტერესო ფორმატია, აქ გვაქვს გამოსვლის საშუალება და, რაც მთავარია, გვაქვს ორმხრივი შეხვედრების გამართვის საშუალება სხვადასხვა ფორმატში. ამ ვიზიტის დროს გვქონდა არაერთ ლიდერთან, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას. არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ყველაფერი თუ გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და ეს მზაობა გამოვხატეთ ძალიან მკაფიოდ, შესაბამის ლიდერებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.