ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, მომავალშიც ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა

ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.