„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოში უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე და მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.
„მთავარი ყველაფრისთვის არის ეკონომიკის ზრდა და თქვენ იცით, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა გასული ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენი ეკონომიკა დოლარში იყო 16 მლრდ 2020 წელს და ახლა არის 38 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. ბუნებრივია, ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. შესაბამისად, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე და ამაზე მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნა პრემიერმა.