ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ხელშესახები შედეგები აქვს.

ჩინეთის ელჩმა საქართველოს მთავრობას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალშიც მხარს დაუჭერს ორმხირივი ურთიერთობების გაღმავებას.