ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

 ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც პრემიერი X-ზე წერს, ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა და ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ძლიერი მეგობრობა.

„თბილი სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რომელსაც დაბადების დღე მივულოცე, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვე. კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს ძლიერი მეგობრობა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობები“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.