1766688585
ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის, დაანონსებული იყო დამხობის მცდელობა, რაც ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად
ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დეტალებს გამოძიება დაადგენს.
„დაველოდოთ გამოძიებას. 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის. იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა. ეს მცდელობა ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად. ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











