იონათამიშვილი: როგორც კი ფასების კლებაზე წავიდა საუბარი, მაშინვე ოპოზიცია დადგა არა მოსახლეობის, არამედ ფასების მხარეს, რასაც თავისი მიზნები ჰქონია. ვიგებთ, რომ კონკრეტული პირები არიან დაკავშირებული, როგორც „ახალთან“, ასევე, „ლელოსთან“

რატი იონათამიშვილი

კრებითი ნაცები ყველაფერს გააკეთებენ ყოველთვის იმისთვის, რომ საზოგადოება გაძარცვონ და თავიანთი საკუთარი კეთილდღეობა მოიპოვონ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, სურსათის ფასების კლებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ისტერიაზე.

მისი თქმით, როგორც გაირკვა ოპოზიციის ხელოვნური აჟიოტაჟის უკან მათივე ინტერესი დგას.

„როგორც კი ფასების კლებაზე წავიდა საუბარი, მაშინვე დავინახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია დადგა არა მოსახლეობის, არამედ ფასების მხარეს. რასაც როგორც ჩანს, თავისი კონკრეტული მიზნები და საფუძველი ჰქონია, რომ უკვე ვიგებთ, რომ კონკრეტული პირები არიან დაკავშირებული როგორც „ახალთან“, ასევე, „ლელოსთან“. ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც დისტრიბუტორთა საკითხებზე საკმაოდ გავლენიანი მოთამაშეები არიან. აქედანაც იკვეთება, რომ კრებითი ნაცები ყველაფერს გააკეთებენ ყოველთვის იმისთვის, რომ საზოგადოება გაძარცვონ და თავიანთი საკუთარი კეთილდღეობა მოიპოვონ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.