რა სიმპტომები ახასიათებს დენგეს ვირუსს, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა
1779913441
ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ჰყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.
„რატომ ვამბობ დანაყოფს, გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს? თითოეული ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ, თითოეულის ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ ყველა მათგანი არის აფილირებული კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, მინიმუმ მეხოტბეები და მხარდამჭერები სისხლიანი არიან რეჟიმის.
ვერ შედგება ამ პარტიებიდან სხვადასხვა პარტია, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ფიგურირებს ქვეყნის გარეთა სცენარში ყველა რეზოლუციაში, ყველა განცხადებაში, ყველა ქმედებაში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.