პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
თამამად შეიძლება ვუწოდოთ ისტორიული რეფორმა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ კარგად ვიცით თუ რა ვითარება იყო განათლების სექტორში. ეს არის ძალიან ხმამაღალი, მნიშვნელოვანი, მრავლისმომცველი და ფუნდამენტური რეფორმა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განათლების რეფორმაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
„მინდა მოვულოცო სრულიად საქართველოს უფასოდ სწავლების საშუალება ჩვენი სტუდენტებისთვის და ესეც ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. ეს არის ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი და ეროვნული გადაწყვეტილება და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ კარგ კორელაციაშია ეს გადაწყვეტილება იმ დიდ და ფუნდამენტურ რეფორმასთან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
პარლამენტი დღეს უმაღლესი განათლების შესახებ 5 კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს.