1759659123
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ ძალიან მკაცრად აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი, ეს იქნება ჟურნალისტზე, პოლიციელზე თავდამსხმელი თუ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილე, რომელიც ცდილობდა შეჭრილიყო ადმინისტრაციულ შენობაში

"დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა შედეგამდე და ძალიან მკაცრად აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი, ეს იქნება ჟურნალისტზე თავდამსხმელი, პოლიციელზე თავდამსხმელი, თუ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილე, რომელიც ცდილობდა შეჭრილიყო ადმინისტრაციულ შენობაში", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინდელ აქციაზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებზე საუბრიას.
"მედია, პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, რომელიც ამ ფაშისტური იდეოლოგიით არ არის შეპყრობილი, მათთვის არის მიუღებელი. კიდევ ერთხელ, დარწმუნებული იყვნენ, რომ თითოეული თავდამსხმელი, დამნაშავე, თუ რომელიმე დაჯგუფების წევრი, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული კანონის სრული სიმკაცრით", - აღნიშნა კირცხალიამ.