ფრანგი დამკვირვებელი ფრანკ ივონ პერგამი გუშინდელ არჩევნებზე: თქვენ უფრო კარგად ატარებთ არჩევნებს, ვიდრე ეს საფრანგეთშია

პერგამი

ფრანგი დამკვირვებლის, ფრანკ ივონ პერგამის განცხადებით, საქართველო უფრო კარგად ატარებს არჩევნებს, ვიდრე ეს საფრანგეთშია.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე მათ არ უნახავთ დარღვევები, ყველაფერი ღია და მარტივი იყო.

"მე, როგორც საფრანგეთის წარმომადგენელი, ძალიან ნეიტრალური ვარ და არანაირი წინასწარი წარმოდგენით არ ჩამოვსულვარ. მთავარი განცხადება, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ თქვენ უფრო კარგად ატარებთ არჩევნებს, ვიდრე ეს საფრანგეთშია. ეს შთამბეჭდავია. აპარატები, რომლებსაც თქვენ იყენებდით და საშუალებას იძლევა ყველაფერი ელექტრონულად შემოწმდეს, ძალიან ზუსტია. ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგები სიმართლეს შეესაბამება და ხალხის ნებას გამოხატავს. ჩვენ არ გვინახავს დარღვევები, ყველაფერი ღია და მარტივი იყო", - განაცხადა ფრანკ ივონ პერგამმა.