1759659123
ქარბუქის გამო, „ევერესტის“ ტიბეტურ მხარეს 1 000-მდე ადამიანია ჩარჩენილი

ქარბუქის გამო მწვერვალ „ევერესტის“ ტიბეტურ მხარეს თითქმის 1 000 ადამიანია ჩარჩენილი.
მედიის ცნობით, 4 900 მეტრ სიმაღლეზე გამავალი გზის თოვლის საფარისგან გაწმენდას ასობით ადგილობრივი სოფლის მცხოვრები და სამაშველო ჯგუფის წევრი ცდილობს.
გამოცემის ცნობით, მთაზე მყოფი ზოგიერთი ტურისტი სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია. თოვა ევერესტის ტიბეტურ მხარეს პარასკევ საღამოს დაიწყო და შაბათის განმავლობაში გაგრძელდა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა „ჰიმალაის“ სამხრეთით რეგიონებში. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნეპალში სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 47 ადამიანი დაიღუპა. პარასკევს დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ ნეპალში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია, გადაიკეტა საავტომობილო გზები, წაღებულია რამდენიმე ხიდი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის ცხრა ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
სტიქიას ებრძვიან ინდოეთშიც. აღმოსავლეთ ინდოეთის მთიან რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყრის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა.