1765480415
ირაკლი კირცხალია: ბატონი ფიშერი, ევროკავშირის ელჩი - ეს ადამიანები ნაცმოძრაობის პარტაქტივად იქცნენ
ბატონი ფიშერის, ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადებები არახალია, ეს ადამიანები იქცნენ ნაცმოძრაობის პარტაქტივად, - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.
მისი თქმით, ეს განცხადებები ისევ მათ მორალურ მხარეზე მიუთითებს.
„რაც შეეხება [ელჩისადმი] მედიის მიერ დასმულ კითხვას ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით - არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი ასეთ პასუხს გაგვცემენ. ასე რომ, თითოეული მათი განცხადება, ასეთ უტიფარი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის, თავისუფალი მედიის მიმართ მხოლოდ მიუთითებს მათ მორალურ მხარეზე, ჩვენს ქვეყანაში მათ პოლიტიკურ კუთვნილებაზე“, - აღნიშნა კირცხალიამ.
გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს „ქრონიკამ“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიასა და ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაზედაც პასუხად თავდასხმა მიიღო. ევროკავშირის ელჩმა კი ღონისძიება ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.










