ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპს: არ ჩაერიოთ ევროპულ დემოკრატიაში - როდესაც საქმე არჩევნებს ეხება, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გადავწყვიტოთ, ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის ხალხზე

ევროკავშირი

დონალდ ტრამპი არ უნდა ჩაერიოს ევროპულ დემოკრატიაში, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„როდესაც საქმე არჩევნებს ეხება, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გადავწყვიტოთ, ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის ხალხზე... ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და ის უნდა იყოს დაცული“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„სხვა არავინ არ უნდა ჩაერიოს, ყოველგვარი კითხვის გარეშე“, – დასძინა ევროკომისიის ხელმძღვანელმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.