საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, მიეცეთ ახალგაზრდა სპორტსმენებს უფლება, საერთაშორისო შეჯიბრებებზე საკუთარი ქვეყნის დროშითა და ჰიმნით წარდგნენ - საკითხი რუსეთისა და ბელორუსის კონტექსტში განიხილეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, მიეცეთ ახალგაზრდა სპორტსმენებს უფლება, საერთაშორისო შეჯიბრებებზე საკუთარი ქვეყნის დროშითა და ჰიმნით წარდგნენ. საკითხი რუსეთისა და ბელორუსის კონტექსტში განიხილეს. გადაწყვეტილება ჟენევაში გამართულ ოლიმპიურ სამიტზე მიიღეს.

კომიტეტის განცხადებით, სპორტსმენებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, იასპარეზონ პოლიტიკური ჩარევისა და მთავრობების ზეწოლის გარეშე. თუმცა, კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთს კვლავ არ აქვს უფლება უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.

შეგახსენებთ, 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსულ გუნდებს საერთაშორისო ასპარეზობა აეკრძალათ, პარიზის ოლიმპიადაზე კი სპორტსმენთა მცირე ჯგუფი მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით დაუშვეს.