პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მიზნით და იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ეკონომიკურ ზრდას, მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას გავაცნო ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. დავამუშავეთ ჩემს მიერ რამდენიმე კვირის წინ გაჟღერებული ინიციატივა, ეს ეხება ზოგადად ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას და დღეს უკვე ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც წელსვე დაიწყება და მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
„მე მინდა, სამინისტროების მიხედვით ჩამოვთვალო ის დიდი, მასშტაბური პროექტები, რომლებსაც დავაფინანსებთ. სამუშაოების დაწყება ჩვენ გვინდა წელსვე და სამიდან ოთხ წლამდე, დაახლოებით 3 წელში გვინდა, რომ ყველა სამუშაო, რომელსაც ჩამოვთვლი იყოს დასრულებული. დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით 2.5, შეიძლება 3 მლრდ ლარიც იყოს. ჩვენ ამ ეტაპზე 2 მლრდ ლარით დავიწყებთ, 2 მლრდ-ის სამუშაოები, პროექტები იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და მინდა, რამდენიმე პროექტი გაგაცნოთ. პროგრამის განხორციელებით დასაქმდება 20 000 ადამიანი, 20 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ მოიზიდონ ჩვენი გარანტიით, გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება.
ერთის მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ და მეორეს მხრივ, ეკონომიკას დაეხმარება ეს ყველაფერი. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, როგორც აღვნიშნე. მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს ვადაზე ადრე,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება, მათ შორის, აშენდება 80 ახალი სკოლა, აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412.
„მაგალითად, სკოლების მიმართულებით გახსოვთ, რომ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში 175 სკოლა ავაშენეთ და 220-ზე მეტ, 240-მდე სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ჯამში 800 სკოლის მოწესრიგებას შეეხება აღნიშნული პროექტი.
ბიუჯეტი იქნება დაახლოებით მილიარდი ლარი და ჩვენ რვაასივე სკოლას, როგორც აღვნიშნე ნაწილს გავარემონტებთ, ნაწილს ნაწილობრივ და 80 ახალ სკოლას ავაშენებთ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ეს უნდა იყოს ჩვენი ახალი ამოცანა. ასევე მინდა ვთქვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ასევე გავაკეთეთ, შევაფასეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობაც, რომელიც კრიტიკულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბევრი საბავშვო ბაღი რეგიონებში განსაკუთრებით, ამიტომ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412 ბაღი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ძალიან ჯანსაღ გარემოში, ამიტომ მათთვის აუცილებელია, რომ სკოლები, ბაღები იყოს იდეალურ მდგომარეობაში, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტიო,“- განაცხადა პრემიერმა.