„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1779124967
ირაკლი ჩილინგარაშვილი ევროჯასთში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
„როგორც საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ექსპერტი, იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო პროექტში და ასევე, წარმოადგენდა საქართველოს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტში, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროპული კონვენციების ფუნქციონირების საკითხებზე მუშაობს.
ირაკლი ჩილინგარაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში, გაცნობითი სახის შეხვედრები გამართა „ევროჯასთის“ პრეზიდენტთან მიხაელ შმიდთან, ადმინისტრაციულ დირექტორთან ვინსენტ ჟამინთან, სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან და ასევე, კოლეგა პროკურორებთან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. შეხვედრებზე ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა „ევროჯასთს“ განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან პლატფორმას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. ირაკლი ჩილინგარაშვილმა საქართველოს პროკურატურის სახელით გამოხატა მზაობა, რომ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და „ევროჯასთის“წევრ-სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს და ეფექტური გახდეს.
„ევროჯასთთან“ თანამშრომლობის დოკუმენტს ჰააგაში 2019 წლის მარტში მოეწერა ხელი.
საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც „ევროჯასთმა“ შეთანხმება გააფორმა. ორგანიზაციაში, ასევე, მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის აშშ-ს, ნორვეგიას, შვეიცარიას და ა.შ.).
„ევროჯასთთან“ თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ევროჯასთი“ სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.