გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
იმედია, ბალტიისპირეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები დაიცავენ დიპლომატიურ ეტიკეტს და ნორმებს, რაც საერთაშორისო სამართალში არსებობს, გამოცხადდებიან საგარეო საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, გამაოგნებელია ბალტიისპირეთის სახელმწიფოების უხეში ჩართვა საქართველოს საშინაო საქმეებში.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის, როგორც ქართველი ერისთვის, განსაკუთრებით გამაოგნებელია ყოფილი სოციალისტური ბლოკის, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ასეთი უხეში ჩართვა საქართველოს საშინაო საქმეებში, დიდი წნეხის განხორციელების მცდელობა როგორც ხელისუფლებაზე, ისე საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არიან ერები, რომლებმაც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დატოვეს საბჭოთა კავშირი, სწორედ ქართველი ხალხის სისხლით მოპოვებული საბჭოთა კავშირის ნგრევის გათვალისწინებით. ასე რომ, გამაოგნებელია და ძალიან ცუდ, შავ ლაქად ჩაიწერება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს საქართველოს იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. სიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სანქციები დაუწესდათ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის გამო. სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე, თეიმურაზ კუპატაძე.
გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
რატომ არ უნდა გადააგდოთ ბანანის ქერქი
1735153454