შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761662711
ჩვენ როგორც წესი არ ვიღებთ რეზოლუციებს, როდესაც არჩევნები ასე მოკლე დროშია დანიშნული და ეს იყო გამონაკლისი. ამ მიზეზით ძალიან ბევრი ფორმულირება რეზოლუციის ტექსტში ცოტა რბილია, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული სიტუაციით და მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი საკმარისად ჭკვიანია, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. არავინ არ უნდა გამოიყენოს და მოახდინოს რეზოლუციის ინსტრუმენტალიზაცია. ჩვენ რეალურ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ საქართველოს მომავალზე. ეს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რანაირი მომავალი სურთ. სურთ თუ არა მომავალი, სადაც ერთობლივი ძალებით ავაშენებთ ევროპულ საქართველოს და ვფიქრობ არაფერია ცუდი იმაში, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.