მამა ნაუმის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1783613074
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ილჰამ ალიევის ბრძანებულების თანახმად, 18 მაისს, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში დღეიდან შედის.
დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს დაევალა შეთანხმების დებულებების სათანადოდ აღსრულება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს - აცნობოს საქართველოს მთავრობას შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.