რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კავკასიის რეგიონში საქართველოს როლი გამოყო. კერძოდ, მან ყურადღება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენასა და სამშვიდობო პროცესზე გაამახვილა და ქართველ მეგობრებს ამისთვის მადლობა გადაუხადა. საქმე ეხება საქართველოს მიერ სატრანზიტო დერეფნის უზრუნველყოფას, რომლის გავლითაც ტვირთები აზერბაიჯანიდან სომხეთს მიეწოდება.
„ჩვენ მოვხსენით აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე ყველა შეზღუდვა. მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს, მას შემდეგ, რაც საქონელი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ჩავა. ასევე, დავიწყეთ ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთისთვის, რაც მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტია და ამით პრაქტიკულად ორმხრივი ვაჭრობა დავიწყეთ. დამაკავშირებელი პროექტები და დერეფნები კიდევ უფრო გაგვაერთიანებს, ურთიერთდამოკიდებულებს გაგვხდის, შექმნის სრულიად ახალ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი საბოლოოდ დაიწყებენ სამმხრივ საფუძველზე თანამშრომლობას“, - აღნიშნა ალიევმა.