წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1774553839
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სამძიმარი გამოუცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. ილჰამ ალიევმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილშობილურ საქმეებს და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას მიუძღვნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ხსოვნას აზერბაიჯანში ყოველთვის პატივისცემით გაიხსენებენ.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა მისი უწმინდესობის ილია მეორის როლზე აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებაში.
ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ალიევს საელჩოში მისვლისა და სამძიმრის გამოხატვისთვის.