ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

პოლიციის სირენა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1976 წელს დაბადებული ა.ი. ბათუმში დააკავეს.

დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ნარკოდანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.