იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
1774597689
პოლიციამ დუშეთში ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ – 1974 წელს დაბადებულ პ.დ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ფიზიკურად იძალადა მასზე და ასევე, ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა.
სამართალდამცველებმა ზ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 137-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.