მოსალოდნელია ძლიერი ქარი - სინოპტიკოსის გაფრთხილება მოსახლეობას
1774609677
ევროპარლამენტის სხდომებს, რომ ვუყურებთ ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით, გვახსენდება 9 აპრილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც ზუსტად ისე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს გვლანძღავენ ევროპარლამენტში,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ანგარიშებს საქართველოს წინააღმდეგ როგორც წესი, ამზადებს-ხოლმე რასა იუკნევიჩანე, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა.
„ჩვენ არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ, თვითონ გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებებს. ის ქართველებისმოძულე პოლიტიკა, რომელსაც ევროპარლამენტის ჯგუფი აწარმოებს, არის სირცხვილს. ამ ანგარიშებს, როგორც წესი, ამზადებს-ხოლმე ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. როცა ანგარიშებს წერს ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტურ ტერმინოლოგიას იყენებს, ეს თავისთავად არის კატასტროფა ევროპისთვის, რომელიც სამწუხაროდ პოსტსაბჭოთა პირებს აქვთ ხელში ჩაგდებული და ვხედავთ, რასაც დაამსგავსეს - ამსგავსებენ პირდაპირ საბჭოთა კავშირს. ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით, გვახსენდება საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ გამართული, სადაც ზუსტად ისე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს გვლანძღავენ ევროპარლამენტში. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთთან გაფართოებით მიიღო ის, რომ შეეპარა საბჭოთა კავშირის ბაცილა, რომელიც იდეოლოგიურად ძალიან ვრცელდება და უფრო და უფრო ამსგავსებს მას საბჭოთა კავშირს",- აღნიშნა პაპუაშვილმა.