ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
პარტია "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობას ეხმაურება. გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში, იაგო ხვიჩია საკუთარ სამ ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი "ან გაგიჟდა, ან შანტაჟის ქვეშ არის ან რადიკალურ ამომრჩეველზე ჩალიჩობს."
"პირველივე დღეს, როცა მოვიდნენ ჟურნალისტები და მკითხეს, ვთქვი სამი ვერსია. უბრალოდ, ყველა ვერსიას აქვს თავისი პრობლემები.
პირველი ვერსია - ალეკო დათვრა, ქართულ ჯიგრულ პონტში, უბრალოდ, ამ ვერსიასაც აქვს პრობლემები. თუ შენ გაბრაზდი, მიხვდი, რომ ქართველებს ამდენი რამე დაუშავა ამ სასამართლომ და მურუსიძემ, რა შუაშია მისი კანცელარია? გახსნის მერე იქ არ იქნება ნამყოფი მურუსიძე. თუ იქ შეაღწიე, თუ იქ ბენზინი მოასხი, ერთი "სპიჩკის" გაკვრა რა გახდა თუ მთვრალი ხარ და იქამდე მიაღწიე. თუ პირობითად, მართლა რაღაცის დაზიანება გინდა და თან 10 წლიანი რაღაცით რისკავ, ხომ შეიძლება, რომ უფრო კარგად დააზიანო, კანცელარიაში სამი ცალი კომპიუტერი რას დაუშავებს ელექტრონული სისტემის პირობებში სასამართლოს? მაგრამ, ვინაიდან დათვრა კაცი და მთვრალი ბოლომდე არ არის ხოლმე ადეკვატური, ეპატიოს ამ ვერსიისთვის. თუმცა, რომ გამოფხიზლდა, მეორე დღესაც თქვა, რომ არ ვიყავი მთვრალიო.
მეორე ვერსია არის შანტაჟის ვერსია, ვინმე ხომ არ აშანტაჟებს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე სერიოზული ვერსია ალეკო ელისაშვილის საქმეში - ასე მოიქეცი შენ, თორემ ჩვენ რაღაცას ვიზავთ და ასე რომ მოიქცევი შენ, ჩვენ ამას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მერე პირობითად, გამოვა ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე და იტყვის, რომ ნახეთ ტერორისტულ აქტს გვიწყობდა ევროკავშირი და მისი მეგობრები.
და მესამე - შენ ჩალიჩობ იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციური ნიშა, რაც მიშას უჭირავს ხელში და მაგიტომაც გამოეხმაურა მიშა, იმიტომ, რომ იგრძნო, ეს მის ამომრჩეველზე ღიტინია, რასაც ალეკო აკეთებს ერთის მხრივ და გინდა, რომ რადიკალური ოპოზიციური ამომრჩეველი მიიმხრო და აკეთებ რადიკალურ გიჟობას, რომელიც რადიკალურ ამომრჩეველს უყვარს. შეიძლება შენ გესმის, რომ ამით ფილტრავ შედარებით ნორმალურ ხალხს, არ მომცე ხმაო, მაგრამ რადიკალ ამომრჩეველზე, რომელსაც უნდა, რომ რაღაც გაანადგუროს, გადაწვას, მიუხედავად იმისა, რომ არაფერთან შუაში არ არის სასამართლოს კანცელარიის შენობის გადაწვა, ეგრე შეგიძლია ნებისმიერი სახელმწიფო უწყება დაწვა, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ხალხს აჩვენო, რომ შენ ხარ ისეთი ნაღდი ოპოზიციონერი, რომელიც მზად არის კანცელარიაში შევარდეს, იჯაჯგუროს, ნავთი მოასხას და შემდეგ ჩაბარდეს პოლიციას და ისევე ჰქონდეს იმედი, რომ ხალხი ამას "შეჭამს", იმიტომ, რომ წინა არჩევნებზეც "უჭამია", იმის წინა არჩევნებზეც და გგონია, რომ ეს სულ გაგივა. ამას შეიძლება ქოცებიც უწყობდნენ ხელს.
სამი ვერსიაა - ან გაგიჟდა ან შანტაჟის ქვეშ არის ან რადიკალურ ამომრჩეველზე ჩალიჩობს. ბოლო ორი შეიძლება ერთმანეთთან იყოს კავშირში, შეიძლება არ იყოს კავშირში", - ამბობს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ალეკო ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს სასამართლომ ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.