პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტს“ გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობას.
„ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება „ვიზიტთან“ დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „პოსტვის“ ეთერში.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთი ქვეყნის ლიდერს არ ურჩევს, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას.
„არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს, დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.